შინაგან საქმეთა სამინისტრო ძვირადღირებულ მანქანებს ყიდის. რენჯ როვერი, კრაისლერი, ბეემვე, აუდიS 8-საუბარია იმ ავტომობილებზე, რომლებიც ღარიბაშვილის დანიშვნამდე იყო შეძენილი. მათი დიდი ნაწილის ფასი 100 000 დოლარს აჭარბებს, საერთო ჯამში კი 50 მანქანის ღირებულება 3 მილიონს აღემატება. აღმოჩნდა, რომ სამინისტროს ბალანსზე აღიცხულ ავტომობილებს მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ოპერატიული მუშაკებიც მართავდნენ. გიორგი მანჯავიძემ დაათვალიერა აუქციონზე გასატანად გამზადებული მანქანები. რეპორტაჟში ასევე ნახავთ, რომელი ავტომობილები იყიდა სამინისტრომ გასაყიდის სანაცვლოდ.