ქეთა თოფურია დაინიშნა? რას განიხილავს საზოგადოება სოციალურ ქსელში?

ქეთა თოფურია დაინიშნა? რას განიხილავს საზოგადოება სოციალურ ქსელში?

ცნობილი მომღერალი - ქეთა თოფურია შესაძლოა მალე დაქორწინდეს - სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ მისი გამომწერები საყვარელ მამაკაცთან - ლევ დენგოვთან გადაღებული უახლესი კადრების ნახვის შემდეგ.

საქმე იმაშია, რომ უახლეს ფოტოებზე, მომღერლის თითზე ულამაზესი ბეჭედი შეინიშნება, რომელიც რა თქმა უნდა, გამომწერებისთვის უყურადღებოდ არ დარჩენილა და ისინი თვლიან, რომ წყვილი მალე იქორწინებს.

სანამ სასიამოვნო სიახლე ოფიციალურად გაჟღერდება, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქეთა თოფურია გუფის სახელით ცნობილ რეპერს დაშორდა.

იქამდე კი, ქორწინებაში ლევ გაიხმანთან ერთად იყო, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს.

ქეთის გაცნობამდე, დენგოვიც ორჯერ იყო ქორწინებაში და ჰყავს ვაჟი.