მექსიკის დედაქალაქში, ერთ-ერთი შენობის რემონტის დროს აცტეკების სასახლის ნარჩენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მუშებმა ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული იატაკები იპოვეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქვით აცტეკი მმართველის აქსაიაუაკატლის სასახლის ღია სივრცეები იყო გაფორმებული. აცტეკების იმპერიის დაცემის შემდეგ კი სასახლეში ესპანელი კონკისკადორი ერნან კორტესი ცხოვრობდა.
აქსაიაკატლი იმპერიას 1469-1481 წლებში მართავდა, მისი ვაჟი კი აცტეკების უკანასკნელი მმართველი იყო. კორტესი სამხრეთ ამერიკაში 1518 წელს ჩავიდა, აცტეკების დედაქალაქს ალყა შემოარტყა, ქალაქის დანებების შემდეგ კი კოლონიზატორებმა ის გაანადგურეს. თუმცა კორტესმა სასახლის ადგილას საკუთარი რეზიდენციის მოწყობა გადაწყვიტა.
ახლა არქეოლოგიური ღირშესანიშნაობის თავზე 1755 წელს აშენებული ისტორიული ლომბარდი Nacional Monte de Piedad მდებარეობს.