მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯი ჰადიდის ორსულობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, ოჯახი ცდილობს მას არ დაურღვიოს სიმყუდროვე და სოციალურ ქსელებში ფრთხილად ეკიდება მისი კადრების გამოყენებას.
სწორედ ამიტომ, მუჰამედ ჰადიდმა, რომელმაც შვილებისა და დუა ლიპას ერთობლივი კადრი გამოაქვეყნა, გადაწყვიტა გოგონას მუცელი სახალისო სტიკერით დაეფარა, რამაც გამომწერები გაახალისა. როგორც ჩანს, მამიკო არანაკლებ ფრთხილია გოგონაზე, რომელმაც ორსულობის პირველი პერიოდი სრულად გაასაიდუმლოვა.