35 წლის მომღერალი კეტი ფერი და 42 წლის მსახიობი ორლანდო ბლუმი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში სანაპიროზე შენიშნეს. თვითიზოლაციაში მყოფმა წყვილმა სახლის დატოვება და პლაჟზე გასეირნება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ კეტი და ორლანდო პირველ შვილს ელოდებიან, მომღერალმა სიახლე რამდენიმე თვის წინ ახალი ვიდეო კლიპის საშუალებით გვამცნო. წყვილი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან, მათი ქორწილი 2019 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის 2020 წელს იაპონიში გადაიტანეს. პანდემიის გავრცელების გამო წყვილმა ქორწილის ეს თარიღიც გააუქმა. წყვილის ახალი ფოტოები ექსკლუზიურად ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს.
რამდენიმე დღის წინ კეტიმ საკუთარი შვილის ნათლიის ვინაობა გვამცნო, მისი პირველი ბავშვის ნათლია "მეგობრების" ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი იქნება.
კეტიმ Eres-ის საცურაო კოსტიუმი მოირგო, რომლის ღირებულებაც 370 ფუნტია.