ავსტრალიაში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი მოიგო, მაგრამ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს

ავსტრალიაში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი მოიგო, მაგრამ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს

სიდნეიში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი ავსტრალიური დოლარი მოიგო, თუმცა ამის მიუხედავად სამსახურიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ადგილობრივი 9News-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, იღბლიანმა ქალმა, რომელსაც თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, ლატარიის ბილეთი ცხოვრებაში პირველად იყიდა და ჯეკპოტი მოიგო.

სოლიდური თანხის მოგების მიუხედავად, ის მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

„სიმართლე გითხრათ, საღად ვერ ვაზროვნებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა გამარჯვებულმა. ის ასევე მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ახალბედებს უმართლებს.