პანდემიის ფონზე ინდოეთის ქალაქ სურატში საიუველირო მაღაზიამ ბრილიანტებით მორთული დამცავი ნიღბების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელმა, დიპაკ ჩოკსიმ უამბო, ნიღბების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარანტინის მოხსნის შემდეგ მაღაზიაში მივიდა კაცი, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მას ამ დღის აღსანიშნავად თავისთვის და საცოლისთვის ძვირფასი ქვების გამოყენებით „უნიკალური“ პირბადეების დამზადება უნდოდა.
შეკვეთის შესრულების შემდეგ მაღაზიაში ასეთი ნიღბების ფართო ხაზის წარმოება გადაწყვიტეს. ამისთვის ყვითელ ან თეთრ ოქროს და ბრილიანტებს იყენებენ. ნიღბების ფასი 2 ათასიდან 5 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.
ამასთან, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ნიღბები უსაფრთხოების ყველა ნორმას ესადაგება, სურვილის შემთხვევაში კი მფლობელს ნიღბიდან ძვირფასეულობის მოხსნა და მისგან სამკაული გაკეთება შეუძლია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ინდოელი ბიზნესმენი კორონავირუსისგან თავს ოქროსგან დამზადებული ნიღბით იცავს.