​კანიე უესტი მეგასახლს აშენებს

​კანიე უესტი მეგასახლს აშენებს

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი აშშ-ში, ვაიომინგში საკუთარი რანჩოს ტერიტორიაზე მეგა სახლს აშენებს. ამის შესახებ TMZ წერს.

სახლი 52 ათას კვადრატულ მეტრზე მდებარე ტბასთან განთავსდება. სახლში განთავსდება 10 საძინებელი.

აქ იცხოვრებს თავად ​კანიე უესტი, კიმ კარდაშიანი და მათი ოთხი შვილი. ტერიტორიაზე განთავსდება მიწისქვეშა ორი ავტოფარეხი, რომელიც 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს.

ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი მეუღლე, რეპერი კანიე უესტი ერთმანეთისგან დაიღალნენ და ცალ-ცალკე ცხოვრება სურთ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

„ისინი დღის განმავლობაში ერთმანეთს თითქმის არ ნახულობენ, რათა სახლში სიმშვიდე შეინარჩუნონ“, - აცხადებს გამოცემის წყარო.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 6 წლის წინ დაქორწინდნენ. წყვილს 4 შვილი ჰყავს..