ცნობილი ამერიკელი რეჟისორი – კვენტინ ტარანტინო სიბერეშიც კი, ქალებისადმი, უფრო სწორად კი, ქალების ფეხებისადმი დიდ ინტერესს იჩენს. ტარანტინო ცნობილი ფუტ–ფეშისტია, ანუ, გიჟდება ქალების ფეხებზე და ამას არასოდეს მალავდა. კვენტინს განსაკუთრებით ცნობილი მსახიობის – უმა თურმანის ფეხები აღაფრთოვანებს და ეს რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ამერიკელმა რეჟისორებმა და კინომატოგრაფიის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა, ნიუ–იორკის სასტუმრო “ჰილტონში“, ტარანტინოს პატივსაცემად გრანდიოზული საღამო გმარათეს, სადაც მოწვეული სტუმრების უდიდესი ნაწილი, ამერიკული კინოს ლეგენდები იყვნენ. სტუმართა შორის, რა თქმა უნდა იყო კვენტინ ტარანტინოს მუზა – უმა თურმანიც იყო. როგორც იცით, ტარანტინომ, თავის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ფილმში – “კრიმინალურ საკითხავში“, უმა თურმანიც ათამაშა და ფილმის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდად ითვლება ის მომენტი, როდესაც უმა მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ერთად ფეხშიველი ცეკვავს და მთელი აქცენტი სწორედ მის ფეხებზეა გადატანილი.
მოხუცმა ტარანტინომ, მისთვის მოწყობილ საღამოზე ხმამაღლა განაცხადა, რომ იგი თურმანის ფეხებს აღმერთებს და ამის დასამტკიცებლად, მსახიობს ფეხსაცმელი ყველას წინაშე გახადა, ფეხსაცმელი ღვინიოთ აავსო და ასე დალია. საქართველოში ხშირად გაიგებთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ღვინის დალევა ორიგინალური სასმისებით უყვართ. სასმისად ხშირად გამოუყენებიათ, ლამპის შუშა, სიდედრის ფეხსაცმელი, დიდი შპრიცი, თოფის ლულა და სხვა... ხოლო, რაკი ამერიკაში ასეთი რამე უცხოა, კვენტინ ტარანტინოს საქციელმა მისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვეული სტუმრები დიდად გააკვირვა.
სამწუხაროა, რომ კვენტინ ტარანტინო საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს მომავალში არ აპირებს, თორემ ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა იმის ნახვით, რომ მისებრ ორიგინალურად, ღვინოს სხვა ადამიანებიც სვამენ.