მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, დიეგო მარადონას ალკოჰოლის გადაჭარბებით მოხმარების გამო პრობლემები აქვს. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ლეოპოლ ლუკემ განაცხადა.
„დიეგო კოკაინზე დამოკიდებული აღარაა, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს. კარანტინში ყოფნამ და ოჯახურმა პრობლემებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ის წლების განმავლობაში იღებდა ანქსიოლიზურ საშუალებებს და ახლა ვცდილობთ დოზები ეტაპობრივად შევუმციროთ, რადგანაც მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა მის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეუქმნას,“-აღნიშნა ლუკემ.