ინდოეთის შტატ პუნის მოქალაქემ კორონავირუსისგან დასაცავად უჩვეულო აქსესუარი აირჩია. ამის შესახებ Gulf News-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შანკარ კურადემ ოქროსგან დამზადებული ნიღაბი აირჩია, რომელშიც სასუნთქად ნახვრეტებია გაკეთებული. მისი საფასური 3,8 ათას დოლარს აღემატება.
მას შემდეგ რაც ამ აქესესუარის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, კაცი საკმაოდ პოპულარული გახდა. ჟურნალისტებთან საუბარში ის გამოტყდა, რომ პირბადის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება, თუმცა მის ხმარებაზე უარის თქვას ჯერჯერობით არ აპირებს.