გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს.
გამოცემის ცნობით, ელისაბედ მეორე 1993 წლიდან უპირატესობას ანიჭებს Fulton-ის გამჭვირვალე ქოლგებს, ფერადი ჩანართებით. ქოლგის ღირებულება 21 ფუნტია. საგულისხმოა, რომ ბრენდი ქოლგებს დედოფლის ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე ამზადებს. ფერსაც დედოფალი არჩევს, რომ ქოლგა მის ქუდთან და ჩაცმულობასთან შეხამებული იყოს.
ასე, მაგალითად, ელისაბედ მეორის კოლექციაშია ვარდისფერი, მწვანე, იასამნისფერი, ლუჯი, წითელი, თეთრი, ყავისფერი, მტრედისფერი, ბორდოსფერი, მწვანე და ყვითელი ქოლგები.