ავსტრალიაში, შტატ კვინსლენდის ქალაქ მარუჩიოდორაში კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ორი წლის კატის ოსკარის მფლობელი ამანდა მერედიტი აცხადებს, რომ გაიგო უცნაური კნავილის მსგავსი ხმა მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა სარეცხის მანქანა ჩართო. ქალმა იფიქრა რომ ხმა კარადიდან ისმოდა. კნავილის ხმა ისევ ისმოდა, ქალმა კატის ძებნა დაიწყო. ორი წლის ოსკარი ჩართულ სარეცხის მანქანაში იჯდა და პატრონს შუშიდან შეშინებული უყურებდა.
ქალმა მანქანის გათიშვა წურვის რეჟიმის ჩართვამდე მოასწრო. ვიდრე კარი განიბლოკა, კატამ სარეცხის მანქანაში კიდევ ორი წუთი გაატარა (ჯამში 12 წუთი).
მომდევნო 24 საათი ოსკარმა ვეტერინარულ კლინიკაში დაჰყო. მას დაჟეჟილობები აქვს და ვეტექიმმა ანთების საწინააღმდეგო აბები დაუნიშნა. პატრონის თქმით ოსკარი რეაბილიტაციის პროცესს გადის.