უზბეკური ფლავი

უზბეკური ფლავი

ქვაბში ჩავასხათ ზეთი. დაახლოებით იმდენი, რომ ქვაბის ძირი უნდა დაიფაროს დაახლოებით 5 მმ-ზე (ზეთი სასურველია იყოს რაფინირებული), ზეთი გავაცხელოთ კარგად, ნელ ცეცხლზე, ისე რომ არ აბოლდეს და ჩავყაროთ 700-800 გრამი წვრილ კუბიკებად დაჭრილი ცხვრის ხორცი (ხორცი ზედმეტად მსუქანი და ძვლიანი არ უნდა იყოს).

 

ასევე  ჩავამატოთ მარილი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე. ხორცი რომ კარგად დაწითლდება, ჩავამატოთ 1 თავი ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო (მოგრძოდ და წვრილად დაჭრილი), 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 6-7 ცალი პილპილის ბურთულა და ცოტა დაფქული პილპილი.

 

ეს ყველაფერი რომ კარგად ჩაიშუშება, ჩავაყაროთ 2,5 ჭიქა ბრინჯი (სასურველია მოგრძო). კიდევ ჩავამატოთ მარილი, დავასხათ წყალი იმდენი, რომ ბრინჯს ასცდეს დაახლოებით 1 სმ-ით, ფლავი დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, საბოლოო მომზადებამდე.

 

ეს ფლავი შეიძლება გაკეთდეს ასევე ქათმის “ფილეთი” ან საქონლის ხორცით.

 

ინგრედიენტები:

 

ცხვრის ხორცი, 800 გრამი,

ბრინჯი, 2.5 ჭიქა,

ხახვი, 1 ცალი,

სტაფილო, 3 ცალი,

2 ცალი დაფნის ფოთოლი,

ზეთი,

შავი პილპილი,

მარილი გემოვნებით.

 

მნისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.