“დორსის“ მამა

“დორსის“ მამა

ჯეიმზ დუგლას მორისონი, ანუ იგივე ჯიმ მორისონი იმ უნიკალურ ადამიანთა შორის იყო, რომელმაც თავისი შემოქმედებით, მართლაც რომ უდიდესი კვალი დატოვა. დღეს მორისონის დაბადების დღეა

 

მორისონი დაიბადა მელბურნში (ფლორიდა) 1943 წელს. ადმირალ ჯორჯ სტეფენ მორისონის და კლარა კლარკ მორისონის ოჯახში. მორისონს ჰყავდა და, ანა რობინი, რომელიც 1947 წელს დაიბადა ალბუკერკეში (ნიუ მექსიკო) და ძმა ენდრიუ ლი მორისონი, რომელიც 1948 წელს დაიბადა ლოსალტოსში (კალიფორნია).

 

1947 წელს 4 წლის მორისონმა ნახა ის, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა. იგი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში, სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა. მან ამ ავარიის შესახებ ისაუბრა თავის რამდენიმე სიმღერაში (Dawn's Highway, Peace Frog, Ghost Song). მორისონს სჯეროდა, რომ ეს ავარია მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მორისონი ამბობდა, რომ ამ ავარიის დროს მკვდარი ინდოელი დაინახა, რომელიც გზის მეორე მხარეს იწვა. მოგვიანებით დაიწერა წიგნი “The Doors“, რომელშიც ამ ყველაფერზე დაწვრილებით არის ლაპარაკი.

 

ჯიმიმ თავისი პატარაობის ნახევარი სან-დიეგოში (კალიფორნია) გაატარა. 1958 წელს მორისონი ალამედას სკოლაში მიიღეს. მან დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლა 1961 წლის ივნისში.

 

1964 წლის იანვარში მორისონი ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) გადავიდა. მან UCLA ფილმის სკოლა დაამთავრა. მისი ლოს-ანჯელესში ცხოვრების დროს იგი დაუმეგობრდა მრავალ ლოსანჯელესელ მწერალს.

დორსი.

 

1965 წელს UCLA-ის დამთავრების შემდეგ მორისონმა „ციგნურ“ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ფოტოგრაფმა ჯოელ ბროდსკიმ მას რამდენიმე შავთეთრი სურათიც გადაუღო. ცნობილი იყო როგორც „ახალგაზრდა ლომი“.

 

მორისონი და UCLA-ის სტუდენტი რეი მანზარეკი გახდნენ დორსის პირველი წევრები. ამის შემდეგ მათ დრამერი ჯონ დენსმორი და გიტარისტი რობი კრიგერიც შეუერთდნენ.

 

1966 წლის ივნისში “დორსი“ უკვე უკრავდა რამდენიმე ცნობილ ბარებში. ჯიმ მორისონმა ჯგუფი “ზემის“ სოლისტი ვან მორისონი გაიცნო და მათ ამის შემდეგ ერთად იმღერეს ცნობილი სიმღერა “გლორია“. ჯიმი მორისონმა ბევრი სიმღერა დაწერა, როგორებიცა: Light my fire, Love me two times, Love her madly, Touch Me.

 

“დორსის“ ჰიტი “Light My Fire“ გახდა ფანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა. მოგვიანებით „დორსი“ გამოვიდა ედ სალივანის შოუში. ედ სალივანმა მათ ორი სიმღერის “People Are Strange“ და “Light My Fire“-ის დაკვრა სთხოვა. მაგრამ მათ უნდა შეეცვალათ “Light My Fire“-ის სიტყვები. “Girl we couldn't get much higher“-ის ნაცვლად “Girl we couldn't get much better“ უნდა ემღერათ. მაგრამ ჯიმ მორისონმა პირდაპირ ეთერში მაინც “higher“ თქვა, რითაც სალივანი ძალიან გაანაწყენა და ამის შემდეგ ისინი მოუწვეულები აღარ იყვნენ. მოგვიანებით მორისონმა თქვა, რომ მას დაავიწყდა სიტყვების შეცვლა.

 

მეორე ალბომის “Strange Days“ გამოცემის შემდეგ “დორსი“ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფი გახდა. ამის შემდეგ მორისონმა კონცერტებზე დაგვიანება და დალევა დაიწყო. 1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა შეეცვალა მისი გამოსვლები. მან წონაში მოიმატა, წვერები მოიშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა. 1969 წლის კონცერტზე მაიამიში, მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო და სცენაზევე დაწვა. მაიმაის პოლიციამ კონცერტის დასრულების შემდეგ იგი დააკავა. ამის შემდეგ ჯგუფის ბევრი კონცერტი სწორედ ჯიმ მორისონის გამო ჩაიშალა.