საქართველოს პრემიერ--მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის J.P. Morgan--ის ბიზნესის მმართველს რეგიონში იან ტავროვსკის შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის განვითარებისთვის და ისეთი კლიმატის შექმნისთვის, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე. თავის მხრივ საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა შეხვედრა შეაფასა, როგორც სასარგებლო და პერსპექტიული. შეთანხმდნენ, რომ იანვრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი J.P. Morgan--ის პრეზიდენტს დავოსში შეხვდება და საინვესტიციო პროექტებს უფრო დეტალურად განიხილავენ.