მარია შარაპოვა ამერიკული სერიალის, „მილიარდების“ მეხუთე სეზონში გადაიღეს.
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ერთ-ერთი სერიის დასაწყისში ეპიზოდურ როლს თამაშობს.
რუსი ჩოგბურთელი ამავე სერიალის მესამე სეზონშიც მონაწილეობდა და მისი პარტნიორები დამიან ლუისი და ჯონ მალკოვიჩი იყვნენ.
მარია შარაპოვამ ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება 2020 წლის თებერვალში გააკეთა.
კარიერის განმავლობაში მან 2-ჯერ როლან გაროსი, თითოჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო.