„კარიბის ზღვის მეკობრეების“ გაგრძელებაში მთავარ როლს მარგო რობი შეასრულებს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმის სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა წინა პლანზე სწორედ მდედრობითი სქესის პერსონაჟები იქნებიან წამოწეულები და სურათი ჯეკ ბეღურას ისტორიას არ გააგრძელებს. სცენარს კრისტინა ჰოდსონი დაწერს.
„კარიბის ზღვის მეკობრეების“ უკანასკნელი, მეხუთე ნაწილი 2017 წელს გამოვიდა. 230 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმმა გაქირავებაში 794 მილიონი შეაგროვა, რაც ფრანშიზის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.