NASA-ში 2024 წლის მთვარის მისიისთვის მზადების ფარგლებში ტუალეტის შექმნისთვის ჯილდო დააწესეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მისიის ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე პირველად ქალიც გაემგზავრება, ამიტომ ტუალეტი ორივე სქესის წარმომადგენელზე უნდა იყოს გათვლილი. ამასთან, მოწყობილობა სააგენტოს რამდენიმე ტექნიკურ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს. ტუალეტი 14 დღის განმავლობაში 2 ასტრონავტს მოემსახურება.
პროექტის ბიუჯეტი 35 ათასს დოლარს შეადგენს. გამარჯვებული დიზაინის ავტორი 20 ათასს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს 10 ათასი შეხვდება, მესამე ადგილზე გასული კი 5 ათას დოლარს მიიღებს. პროექტების მიღება 17 აგვისტოს შეწყდება, გამარჯვებულის ვინაობა კი ოქტომბერში გახდება ცნობილი.