,,დირექტორებსაც ძალადობის მსხვერპლად განვიხილავთ

,,დირექტორებსაც ძალადობის მსხვერპლად განვიხილავთ"(VIDEO)

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის დირექტორების საკითხზე კომენტარი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გააკეთა. ჩვენ იმ დირექტორების ბედით დავინტერესდით, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მასწავლებლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდნენ. მინისტრის თქმით, სამინისტრო დირექტორებსაც ძალადობის მსხვერპლად განიხილავს.

,,ჩვენ იმ ხალხსაც კი, ვინც ახორციელებდა ძალადობას, ვიხილავთ როგორც ამ ძალადობის მსხვერპლს. შესაბამისად, მტრული დამოკიდებულება მათ მიმართ არ არის. დირექტორებთან და ყველა მასწავლებელთან მიმდინარეობს დაგეგმილი პროცესი და ამ მიმართულებით ექსტრაორიდინალურ ნაბიჯებს არ ვდგამთ. ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ძალიან დიდ ნდობას ვუცხადებთ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.