უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.
„ეს სატელეფონო ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდა ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას ამის თაობაზე არ აცნობებს“, - წერს გამოცემა.