პრემიერ-მინისტრი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხვდება. Berliner Zeitung-ის, Independent-ის, Daily Telegraph-ის, France 24-ის, Figaro-სა და სხვა წამყვანი ბეჭდური გამოცემებისა და ტელეკომპანიების ჟურნალისტები. თბილისს გუშინ ეწვივნენ. 21-კაციანი დელეგაცია გუშინ უკვე შეხვდა საქართველოს მთავრობის წევრებს. დღეს დილიდან კი ისინი სასტუმრო „ამბასადორში" შეიკრიბნენ, რათა შეკითხვები დაუსვან ბიძინა ივანიშვილს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტები არ არიან დაშვებული დღევანდელ პრესკონფერენციაზე, თუმცა ქართული მედია თავად ამ შეხვედრას აშუქებს. ნოდარ ჩაჩუა იმყოფება ახლა სასტუმრო „ამბასადორში", დღევანდელი შეხვედრის შესახებ ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.