კორონავირუსის პანდემიას მუსიკოსმა ვატო კახიძემ სიმღერა მიუძღვნა. სიმღერას “ყველაფერი კარგად იქნება” ჰქვია. ვიდეო იუთუბზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ვიდეოს ავტორი ვატო კახიძე სიმღერაში ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლამ და ძალისხმევამ მოგვცა შედეგი.
“პრაიმტაიმი” კახიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
აშკარაა, რომ კრიტიკის ქარცეცხლში ამჯერად ვატო კახიძე გაეხვევა. სიმღერა პირად გვერდზე გამოაქვეყნა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
“ეს ახლა მელანდება, თუ მართლა ხდება? ცოტა მეშინია.” – წერს გვარამია.