საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცოტა ხნის წინ, გახსნილმა გამოფენამ, მნახველების დიდი ინტერესი უკვე გამოიწვია. გამოფენა "ფოტოხელოვნება" მოიცავს რვა გერმანელი ხელოვანის ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს, რომელთა შემოქმედებაშიც ფოტოგრაფიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მას წლების მანძილზე ისევე ხშირად მიმართავს, როგორც მხატვრობას, გრაფიკას და პერფორმანსს.
დიტერ აპელტ, ანა და ბერნჰარდ ბლუმები, თომას ლორშუეც, იურგენ კლაუკე, ასტრიდ კლეინ, ზიგმარ პოლკე, კლაუს რინკე, კატარინა ზივერდინგ – ეს რვა სახელი გერმანიის თანამედროვე სახელოვნებო სცენას სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს.
გამოფენაზე წარმოდგენილია 8 კომპლექსური ნამუშევარი, რომელთაგან თითოეული ცალკე აღებული კომპლექსი ნამუშევრის მცირე რეპროსპექტივას ქმნის. ფორმატირების შეცვლის, ქიმიური პროცესებით ექსპერიმენტების, მოტივების კომბინაციებითა და თანმიმდევრობის შერჩევით, სამოყვარულო, რეპორტაჟული და სარეკლამო ფოტოგრაფიის ... იქმნება ახალი, მხოლოდ ფოტოგრაფიისათვის გამოყენებით შექმნილი სურათის კომპოზიციები, რომლებიც მასობრივი მედიასაშუალელების კონცეპტუალურ სიმძაფრეს ეჭვის ქვეშ აყენებს.