პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ნაკლებ საინტერესოდ მიიჩნევს აპატიებს თუ არა მას გორელი ამომრჩეველი არაგულწრფელობას.
ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„როგორც წესი, არ არის ჩემი რაღაცა შინაგანი თვისება, მაგრამ დროდადრო, როდესაც მაშინ სროლა-სროლით მომყვებოდა ივანიშვილის ხელისუფლება და ორი ტყვია მესროლეს მაშინდელ არჩევნებზე, შეიძლება მიწევდა ისეთი რაღაც დაპირებების გაცემა, რისთვისაც შეიძლება…“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.
ჟურნალისტი – გაპატიებთ ამომრჩეველი არაგულწრფელობას?
ირაკლი ოქრუაშვილი – „ალბათ. საზოგადოება, ამომრჩეველი არა. საზოგადოება თბილისში. იქ ამომრჩეველი მაპატიებს თუ არა დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქოდნეს.
ჟურნალისტი – რატომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა გაპატიებთ თუ არა იქ ამომრჩეველი?
ოქრუაშვილი – „იმიტომ რომ როგორც ჩანს, რადგან ამდენი ხმა არ მივიღე რომ მომეგო, ესეიგი აქტუალური არ ყოფილა ეს დაპირება. ამას ვგულისხმობდი.
ჟურნალისტი – აჰა, ესეიგი არც გორში აპირებთ…
ოქრუაშვილი – „არა, არა დიდი ალბათობით იქაც აღარ არის ეს საკითხი აქტუალური-მეთქი ამას ვგულისხმობდი“ – აცხადებს ოქრუაშვილი.