Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი Out გამოიშვა, რომლის მთავარი გმირი გეია. როგორც New York Times-ი წერს, ეს ანიმაციურმა სტუდიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
მულტილმი 22 მაისს სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ზე გამოვიდა და მისი ხანგრძლივობა 9 წუთია. მულტფილმის მთავარი გმირი გრეგია, რომელმაც არ იცის, მშობლებს თავისი ორიენტაციის შესახებ როგორ უთხრას.
ლგბტ-პერსონაჟები Pixar-ის ისეთ პროექტებში გამოჩნდნენ, როგორებიცაა „სათამაშოების ისტორია-4“ და „წინ“, თუმცა ისინი მთავარი გმირები არ ყოფილან.