მედიკამენტების გაყიდვის წესი (video)

მედიკამენტების გაყიდვის წესი (video)

აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვა არ იზღუდება. უამრავ ადამიანს, რომლეიბიც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე რეკავენ, აინტერსებთ რა ხდება რეალურად. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ წამლების ცალობით გაყიდვა იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა მისი შეფუთვა და ჰერმეტულობა არ ირღვევა. იკრძალება ფლაკონიდან წამლების პოლიეთილენში ან სხვა საგანში გადაყრა. სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცახდებაში ნათქვამია, რომ არანაირი სახის ახალი რეგულაცია არ დაწესებულა და ძალაშია მხოლოდ მოქმედი ნორმატივები, რომლის მიხედვითაც საცალო გაყიდვაზე არ ვრცელდება არანაირი სახის შეზღუდვა მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში.

  •