შეხვედრა ჟენევაში (video)

შეხვედრა ჟენევაში (video)

ჟენევაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევაში უკვე გაემგზავრა. ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობას არ აპირებს. ეს იქნება არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ "ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისთვის". პარალელურად რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აღადგინოს.

  •