იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს. მაია ფანჯიკიძემ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მეცხრე არხისათვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ უცნობმა პირებმა მონასტრის გალავნის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ასევე ისრაელში საქართველოს ელჩმა არჩილ კეკელიამ. მისი განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.