სოციალურად დაუცველები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ბინის ქირის გადახდაზე უარს აცხადებენ და მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი დედაქალაქის მერიამ გახარჯა, რის გამოც ისინი სოციალურად მძიმე პირობებში არიან.
პრემიერ– მინისტრი ბიზნესცენტრთან შეკრებილ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი მათ შეხვდება და არსებული პრობლემის გადაჭრის გზებს დასახავს.