ვეტერანები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე საუბრობენ. მათ ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს რაც დღესდღეობით საქართველოში ყველაზე აქტუალურ თემად ითვლება. ისინი იმ მოლაპარაკებზეც საუბრობენ რასაც ოს და აფხაზ ვეტერანებთან ახორციელებენ. ვეტერანულ ორგანიზაციებს მშვიდობიანი გზით შერიგებისა და ურთიერთმოლაპარაკების იმედი აქვთ. 14 დეკემბერს კი ჭადრაკის სასახლეში ომის ვეტერანთა გაერთიანებულ შეხვედრაზე ის პირები იქნებიან მიწვეულნი, რომლებიც ამ საკითხით დაინტერესებულნი არიან.