თავისუფლება და უსაფრთხოება, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა - ამ თემებთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მრგვალი მაგიდის გარშემო იმსჯელეს. განხილვაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მონაწილეობდა. შეხვედრას დაესწრნენ გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.