საყვარელიძის დაკითხვა (VIDEO)

საყვარელიძის დაკითხვა (VIDEO)

დავით საყვარელიძე საგამოძიებო სამსახურში შესაძლოა იძულებით მიიყვანონ - განაცხადა მთავარმა პროკურორმა. არჩილ კბილაშვილის განმარტებით, საყვარელიძე ვალდებულია ჩვენება მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის გასხვისების თემასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით არის დაბარებული, თუმცა თავად საყვარელიძე აცხადებს, რომ ჩვენების მისაცემად საგამოძიებო სამსახურში მისვლას არ აპირებს. საყვარელიძე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ შეცვლის, რაც შესაბამისი სამსახურები პრემიერ-მინისტრს დაკითხავენ.

  •