ჩინეთის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გრანტის სახით სამელიორაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტექნიკას გადასცემს. ამის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის 2011 წელს გაფორმდა. ჩინეთის საელჩოს განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საირიგაციო სისტემის სრულყოფაში, რაც ქართველ ფერმერებს დამატებით სარგებელს მოუტანს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება.