კიდევ ერთი სკანდალური საქმე, რომელზეც გამოძიება თავიდან იწყება. ბრიუსელიდან პატიმართა წამების შემზარავი ვიდეო-მასალის სრული ჩანაწერი ჩამოიტანეს. მასალა უკვე მთავარ პროკურატურაშია. გამოძიებამ ახლა იმ პირთა იდენტიფიკაცია უნდა მოახდინოს, რომლებიც კადრებში ჩანან. არ არის გამორიცხული, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების სხვა თანამშრომელთა ბრაეულობაც გამოიკვეთოს.ჩანაწერის სრულ გაშიფვრამდე ცნობილი ხდება კიდევ ერთი ვიდეო-მასალის შესახებ, სადაც მსჯავრდებულებს უთვალთვალებენ. ერთ-ერთი ვერსიით, კადრები არჩევნების შემდეგ არის გადაღებული, თუმცა ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების მინისტრი კატეგრიულად უარყოფს.