ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა პროცესი, სადაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეეცვალათ. სასამართლო დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს განიხილავდა. საქმე ეხება თანამდებობრივ გულგრილობას და საუბარია 2004-2006 წლებში მომხდარ ფაქტზე. კერძოდ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ ვაზნები შიძინა, რომლის ხარისხი ღირებულებას არ შეესაბამებოდა. დღევანდელ პროცესს საქალაქო სასამართლოში თამარ გოგესაშვილი ესწრებოდა, ის ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება დეტალებს.