ცნობილი ფრანგი მსახიობი – ჟერარ დეპარდიე სხვა მსახიობებისაგან მრავალი თვისებით გამოირჩევა. უპირველესად კი იმით, რომ მუსიე ჟერარდი არასოდეს წყვეტს აქტიურ ცხოვრებას და მრავალი ჰობიც გააჩნია, რაც საბოლოო ჯამში, მის ბიზნესად იქცევა ხოლმე.
ბოლო დროს, ჟერარ დეპარდიე ძალიან დააინტერესა თევზის და საერთოდ – ზღვის პროდუქტების ბიზნესმა. უმალვე მოჰკიდა ხელი ამ საქმეს და უკვე სოლიდურ მოგებაზეც გავიდა. დეპარდიეს უმთავრესი ჰობი – ღვინისა და ყურძნის ბიზნესი, ყველასათვის არის ცნობილი. მსახიობს თავისი ვენახები, რომელებიც საფრანგეთში, უნიკალური ჯიშებით გათქმულ ჟირონდის (ბორდო) მხარეში მდებარეობენ, დღესაც არ დავიწყებია და უვლის, მაგრამ, ექიმებმა მას ღვინის დალევა აუკრძალეს, რადგან, ჯანმრთელობის მხრივ, გარკვეული პრობლემები აქვს. თუმცა, ამ აკრძალვას დეპარდიესათვის ხელი არ შეუშლია, რომ კვლავ გაეგრძელებინა თავისი ძველი საქმიანობა.
რაც შეეხება, მსახიობის ახალ გატაცებას – ზღვის პროდუიქტების ბიზნესს, ეს იდეაც სწორედ ექიმთან საუბრის შემდეგ მოუვიდა. ცნობილია, რომ თევზი და ზღვის პროდუქტები ძალზე დაბალკალორიულია და მათი მირთმევა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება. ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯანმრთელობის შერყევის შემდეგ გვარიანად მოსუქებულმა დეპარდიემ არა მხოლოდ რაციონი შეიცვალოს, არამედ ზღვის პროდუქტებით ვაჭრობაც დაიწყოს.