ზურაბ აბაშიძე უახლოეს მომავალში რუსეთის წარმომადგენელთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ადასტურებს, რომ სერგეი ლავროვის განცხადებების შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება. ამ ეტაპზე ევროპაში შეხვედრის ადგილი და დრო ზუსტდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
"ჩვენ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას. დავამყარებთ მასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაიმეს გაარკვევს", - აღნიშნა ლავროვმა.