როინ შავაძის საქმე(VIDEO)

როინ შავაძის საქმე(VIDEO)

როინ შავაძის მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ სერჟანტის საქმის გამოძიების პირობას აჭარის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიორგი თორდია დებს. სერჟანტი შავაძის სისხლის სამართლის საქმეზე პირველად კომენტარი პროკურორმა მეცხრე არხთან გააკეთა. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომიდან დაბრუნებული შავაძე ბათუმში ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი მისი ლიკვიდაცია ბადრაგირებისას მოახდინეს. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით მან გაქცევა სცადა. პროკურორი განცხადებით ამ ეტაპზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.