პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან შესახვედრად მზადყოფნის, ქართული პროდუქცის რუსულ ბაზარზე დაშვების და რეგულარული ავიარეისების გაზრდის შესახებ განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა სავარუდოდ უახლოეს მომავალში გაიმართება. ლავროვის განცხადებაზე პასუხს ოფიციალური თბილისი ორშაბათს გაახმოვნებს.