“20:57 სთ-ზე პატრულმა გაგვიჩერა, ჯარიმის შიშით ხელები ამიკანკალდა, მაგრამ მოულოდნელობისგან გავშტერდით

“20:57 სთ-ზე პატრულმა გაგვიჩერა, ჯარიმის შიშით ხელები ამიკანკალდა, მაგრამ მოულოდნელობისგან გავშტერდით" – რა გადახდა თამარ ჩუტკერაშვილს?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ ჩუტკერაშვილი წერს, თუ როგორ შესთავაზა დახმარება საპატრულო ეკიპაჟმა ქუჩაში მაშინ, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათი ახლოვდებოდა.

თამარ ჩუტკერაშვილი მათ მადლობას უხდის.

“გუშინ, საღამოს, 20:57-ზე გადმოვკვეთეთ სანაპიროს მხრიდან გზა მე და ბესომ, რა თქმა უნდა, ჩქარი ნაბიჯით, რომ პატრულმა გაგვიჩერა მანქანა. წარმოვიდგინე, როგორ გვაჯარიმებენ, როგორ ვვიშვიშებ და როგორ მიკანკალებს ხელები ამხელა ჯარიმის გადახდის დროს და ამ დროს კითხვა: შორს ცხოვრობთ?

ჩვენ ვუთხარით, რომ სულ მალე ეზოში შევიდოდით. პასუხი: ვიფიქრეთ, წაგიყვანდითო.

მოულოდნელობისგან გავშტერდით, მადლობა გადავუხადეთ და შემოვაბიჯეთ ეზოშიც.

მთელ ღამეს მეფიქრებოდა იმ ორ ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭზე, სამშობლოს რომ ემსახურებიან და ადამიანობა არ დაუკარგავთ.

ალბათ, იფიქრეს, თუ სხვა ეკიპაჟი გაგვაჩერებდა, შესაძლოა, დავეჯარიმებინეთ.

ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარული და ადამიანობაა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ადამიანობა არ დაუკარგავს”, – თამარ ჩუტკერაშვილი.