სიტყვით გამოსვლის დროს, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და ახლო მომავალში ამ მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცება ისურვა.
„ჩემი დიდი ოცნებაა, საქართველო ისე აღორძინდეს, რომ ჩვენთან არანაკლები ებრაელი ცხოვრობდეს, ვიდრე 40 წლის წინ ცხოვრობდა. მე ვისურვებ, რომ ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობა აგვეყვანა ყველაზე დიდ სიმაღლეზე“,–აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
სანთლის ანთების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.