საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის 2 პასპორტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მსგავსი დოკუმენტის ქონა კანონით დაშვებულია. პრობლემას ვანო მერაბიშვილის მიერ ამ ფაქტის უარყოფა წარმოდგენს. საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებასთან დაკავშირებით კი პროკურორი აღნიშნავს, რომ მსგავსი პასპორტების არსებობა სახელმწიფო საიდუმლოება არ არის და შესაბამისად, ფაქტის გასაჯაროებით კანონი არ დარღვეულა.