საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაღალჩინოსანთა საკუთრებაში არსებული "მეორე პასპორტის" თემა გრიფით "საიდუმლო" საკითხია და მისი გასაჯაროებით ხელისუფლება სახელმწიფო დანაშაულს ჩადის. სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, "საიდუმლო პასპორტებს", რომლითაც ესა თუ ის თანამდებობის პირი სარგებლობდა, სამოქალაქო რეესტრი არ გასცემდა.