შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, დაკავებულია. იგი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, უკრაინაში, ქალაქ კიევში უკრაინის სამმართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. აღნიშნული პიროვნება, ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. დოკუმენტაცია. მისი საქართველოში ექსტრადიცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.