ჩემი ხელფასი თვეში 10 000 დოლარია – რას პასუხობს სააკაშვილის დედა ბრალდებებს დაუსაბუთებელ ქონებაზე (ვიდეო)

ჩემი ხელფასი თვეში 10 000 დოლარია – რას პასუხობს სააკაშვილის დედა ბრალდებებს დაუსაბუთებელ ქონებაზე (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინულ მედიაში მიხეილ სააკაშვილის სახლის ირგვლივ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა.

სააკაშვილის ძვირადღირებულ აპარტამენტზე რეპორტაჟი უკრაინულ ტელეკომპანია „ზიკზე“ გავიდა. წამყვანი დაინტერესდა იმ ფულის წარმომავლობით, რომლითაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ეს სახლი შეიძინა.

გიული ალასანია ირწმუნება, რომ სახლი რეალურად მას ეკუთვნის.

„გამარჯობა, მე მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვარ. ახლახან გავარკვიე, რომ პაიარკოვმა ისაუბრა სახლზე, რომელიც ჩემ მიერ არის ნაყიდი. ფაქტია, რომ მე ვარ პროფესორი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტის – ეს არის „საქართველოს უნივერსიტეტი“, ჩემი ხელფასი დიდი ხანია თვეში დაახლოებით 10 ათასი დოლარია, ასე რომ… მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობ, ისევე როგორც ჩემი შვილი”, – ამბობს გიული ალასანია ვიდეოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

რეზო მაგაშია საქმე!
100000$ საიდან გაქვს შეშვილოჯახაშენებულო? გეპეის კორპუსები 1 ლარად მოგცა შვილმა , უნივერი გახსენი და მაგას მოაქვს მაგხელა ხელფასი?
4 წლის უკან