"ლოკალიზაცია", ბადრი.., ბიძინა.., "არაპოლიტიკური მეთოდები", "აბა?".., "მოკვლა"... ნაცების (აღიარებული) ანატომია 30 წამში - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარ არხთან" ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ნიკა გვარამიას კითხვაზე - შეძლო ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის, როგორც რუსული პროექტის საფრთხის ლოკალიზება? უშიშროების მაკონტროლებელმა კაცმა, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა - „ასეთი ამოცანა ჩვენს წინაშე საერთოდ არ იდგა, რომ მომხდარიყო ლოკალიზაცია არაპოლიტიკური მეთოდებით".