„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი რომში ჩავიდა. ისინი იტალიის დედაქალაქში იმ თვითმფრინავით ჩაფრინდნენ, რომელმაც მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უნდა დააბრუნოს.
რეპორტიორები რომში 2 საათის განმავლობაში იმუშავებენ, ქალაქის ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ და „იმედის“ მაყურებელს აჩვენებენ რა ვითარებაა ქუჩებში. ისინი ასევე ქართველ ემიგრანტებსაც გაესაუბრებიან. ექსკლუზიური რეპორტაჟის ნახვას „იმედის“ მაყურებელი „ქრონიკის“ 8-საათიან გამოშვებაში ნახავს.