ფრედი მერკურიზე ფილმს გადაიღებენ

ფრედი მერკურიზე ფილმს გადაიღებენ

ცნობილი რეჟისორი – პიტერ მორგანი, ბევრი ფიქრის შემდეგ, დათანხმდა ხელი მოეწერა, ბარონ საშა კოენის მიერ მისთვის შეთავაზებული პროექტისათვის და დაეწყო ფილმის გადაღება, რომელიც  ცნობილი როკ–მუსიკოსის, ჯგუფ “ქვინის“ ვოკალის – ფრედი მერკურის ბიოგრაფიაზე უნდა გადაიღონ.

 

ფილმში ფრედის როლს, საკუთრივ იდეისა და პროექტის ინიციატორი – საშა კოენი შეასრულებს. ფილმის სცენარის შედგენა საკმაოდ დიდი ხანი გაიწელა და საბოლოოდ, 60 გვერდამდე თაბახის ფურცელი გამოვიდა. ფილმის სიუჟეტი  ძირითადად მოიცავს, ფრედის ცხოვრების უკანასკნელ წლებს. ანუ, ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ფრედი მერკურს ექიმებმა შიდსის ვირუსი დაუდგინეს.

 

სანამ ფილმის გადაღებას დაიწყებდნენ, პიტერ მორგანმა და საშა კოენმა, ჯერ ფრედი მერკურის რამდენიმე სიმღერის ფილმში გამოყენების უფლება შეიძინეს. ფილმში უნდა გადათამაშდეს, ფრედის მიერ ნამღერი ყველაზე წარმატებული სიმღერები და ყველაზე წარმატებული კონცერტები. ამას გარდა, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას სხვა არანაკლებ ცნობილი როკ–ჯგუფების სიმღერებიც, თუმცა, ამ სიმღერებს რა დატვირთვა ექნება, რეჟისორი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს და მაყურებლებს ინტრიგას უტოვებს.