ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. მაია ფანჯიკიძე ნატო-საქართველოს კომისიის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა, მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიასთან დაკავშირებულ შეხვედრაშიც.